საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის მინისტრი

MINISTER OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030146918738117

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

     № 01/18060 24 / მარტი / 2017 წ.    
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრს ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას


ბატონო ალექსანდრე,

გვაქვს
პატივი, მოგიწვიოთ საქართველოსდედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიისდოკუმენტის პრეზენტაციაზე მიმდინარე წლის 7 აპრილს სასტუმრო თბილისი მერიოტში“ 10:30 საათზე.

აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით.

დოკუმენტში წარმოდგენილია ის სტრატეგიული ინტერვენციები, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ზრუნვის უწყვეტობის პრინციპის საფუძველზე და ასევე დედათა და ახალშობილთა სიკვდილობის შემცირებას. სტრატეგია ასახავს ოჯახის დაგეგმვის მოზარდთა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგია ჰარმონიზებულია ბოლო პერიოდში შემუშავებულ საერთაშორისო სტრატეგიულ დოკუმენტებთან, კერძოდ: „მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები“ (2015) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის „სამოქმედო გეგმა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარებისთვის“ (2016), რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სფეროში.

შეხვედრის მთავარი ამოცანაა სტრატეგიის პრიორიტეტების წარდგენა დაინტერესებული მხარეების ფართო წრისათვის და კონსენსუსის მიღწევა სტრატეგიის მიზნების, ამოცანების და სტრატეგიული ინტერვენციების ირგვლივ ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად.

დანართის სახით გიგზავნით: დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის დოკუმენტს, სამოქმედო გეგმას,შეხვედრის კონცეფციასა და დღის წესრიგს.

 

პატივისცემით,

 

მინისტრი
დავით სერგეენკო